შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
სწრაფი გამდიდრებისთვის აუცილებელია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა ხალხისთვის. მაგალითად, დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია უძრავი ქონების 70-75%, რომელიც რეალურად მიტოვებულია უპატრონოდ და, სახელმწიფო პოლიციის და ე. წ. ეგერების მეშვეობით იცავს ამ ტერიტორიას. ვფიქრობთ, რომ ეს ქონება არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრება და უნდა განაწილდეს მათ შორის თანაბრად. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჩვენი თანამოქალაქეების სწრაფი გამდიდრება და, ამავდროულად, დიდი ოდენობით ახალი უძრავი ქონების ჩართვა ეკონომიკაში. ასევე, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია, შემცირდეს საგადასახადო ტვირთი (30-50%-ით) და შემზღუდავი რეგულირებები. ამას უნდა მოჰყვეს ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირება, რაც ადამიანებს მისცემს სტიმულს, დაიწყონ აქტივობა.

პარტიის პოზიცია