შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
მცოცავ ოკუპაციაზე ყველა საუბრობს, მაგრამ არავის აქვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის არც გამბედაობა და არც გამოცდილება. სახელმწიფო არ უნდა იყოს კონფლიქტის მაპროვოცირებელი, თუმცა ე.წ. „სტრატეგიული მოთმინება“ დანაშაულია. აუცილებელია ე.წ. საზღვარზე გაძლიერდეს კონტროლი. ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ვეღარავინ გაიტაცონ. კატეგორიულად არასკმარისია პერიოდულად ჩვენი მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წერილების გზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების დღის წესრიგის პრიორიტეტების მხრივ. რუსეთის ფედერაციასთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყებისა და პროტესტის აქტიური ფორმის გარეშე მცოცავი ოკუპაციის შეჩერება შეუძლებელია. ამავდროულად, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა მრავალმხრივი ფორმატის შესაძლებლობები.

პარტიის პოზიცია