შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
გარდაუვალია აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყება. მხოლოდ ამ დიალოგს შეუძლია ნდობის აღდგენა. აფხაზები და ოსები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ისინი არასოდეს იქნებიან სამხედრო და საომარი მოქმედებების სამიზნეები. საქართველო მათთვის მიმზიდველი უნდა გახდეს ევროპული ტიპის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემითა და თანამედროვე, ჩამოყალიბებული საბაზრო ეკონომიკით. არსებული პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ თანმიმდევრული ნაბიჯებით შეიძლება. კონფლიქტების მოგვარების უმთავრესი პრინციპია ორიენტაცია არა იმაზე, რაც გვაშორებს, არამედ იმაზე, რაც გვაკავშირებდა და რაც მომავალში დაგვაკავშირებს. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემა უნდა დაუბრუნდეს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატების დღის წესრიგის პრიორიტეტებს. ასევე, მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები რუსეთთან; სახალხო დიპლომატიის, ყველა სახის კონტაქტის (ადამიანური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, მედია) წახალისება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. არაღიარების პოლიტიკა არის აუცილებელი მინიმუმი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში - საკმარისი.

პარტიის პოზიცია