შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს თავდაცვის თანამედროვე და რეალისტური დოქტრინა, რომელიც გაითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მშენებლობისას საქართველოს ბუნებრივ პირობებსა და საჭიროებებს. ამ ეტაპზე პრიორიტეტულია:

 

  • ქართული ჯარის წვევამდელთა სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა, რაც აქტიური რეზერვის ფონზე, ჯარის გაჯანსაღების გარდა, უამრავ ადამიანს დაასაქმებს;
  • ომში დაღუპულები, ვეტერანები და მათი ოჯახები სახელმწიფომ უნდა დააფასოს იმისდა მიუხედავად, თუ სად და რომელი პრეზიდენტის დროს იბრძოდნენ. ყველა, ვინც აქ, საქართველოში იცავდა სამშობლოს, ისევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც უცხოეთში მომსახურე სამხედროები;
  • ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის სოციალური გარანტიების შექმნა სახელმწიფო პრიორიტეტად უნდა იქნას აღიარებული.

პარტიის პოზიცია