შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მცირდება. მეტიც, ქვეყნის არაფორმალური, ფეოდალური მმართველობა ასოცირების ხელშეკრულებასაც საფრთხეს უქმნის. ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. სახელმწიფოში უნდა შეიქმნას რეალური დემოკრატიული მართვის სისტემა ხელისუფლების განაწილების რეალური პრინციპით. არ არის საკმარისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. აუცილებელი პირობაა ამ კანონების რეალურად ამოქმედება. ევრორეგულაციების ჯერ ფურცელზე ასახვა და მხოლოდ შემდეგ მის შესრულებაზე ფიქრის დაწყება ჩვენი პარტნიორების შეურაცხყოფაა და „ერთიანი საქართველოსთვის“ - კატეგორიულად მიუღებელი. ამ ეტაპზე უმთავრესი პრიორიტეტია სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

პარტიის პოზიცია