შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების ეფექტურად მართვის გასაძლიერებლად აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე ერთიანი სისტემის არსებობა. აქედან გამომდინარე, მთელი სიმწვავით თავს იჩენს საკითხი საქართველოში არსებული მონიტორინგის სისტემის რეაბილიტაციის შესახებ, როგორც საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების კუთხით. საქართველოში ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებს ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკის სექტორი, სოფლის მეურნეობის დარგები და სამრეწველო ობიექტები. მათგან ძირითადი დამაბინძურებელია ავტოტრანსპორტი, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ფორმირებაში გადამწყვეტი როლს თამაშობს. ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსთვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის საჭიროა გარემოსდაცვითი საქმიანობის სფეროს და მასში შემავალი ჰაერდაცვითი საქმიანობის სექტორის მდგრადი განვითარება, რისთვისაც განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები და ძირითადი ამოცანები:

 

  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სადამკვირვებლო არსებული ქსელის გაფართოება და გადაიარაღება თანამედროვე ხელსაწყოებით;
  • ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების სტრატეგიის შემუშავება (ტექნიკური დათვალიერების გამკაცრება, ტრანსპორტის მოძრაობის ოპტიმიზაციის, სატრანსპორტო მაგისტრალების საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის უზრუნველყოფა).

პარტიის პოზიცია