შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

ასწლეულების განმავლობაში საქართველოს მსოფლიო იცნობდა მეცნიერებით, ხელოვნებით, უძველესი და უნიკალური თვითმყოფადი კულტურით. დამოუკიდებლობის 30-მა წელიწადმა ამ თვალსაზრისით, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. ქვეყნის ეროვნული ფასეულობების, მისი ბუნებრივი პოტენციალისა და ხალხის შემოქმედებითი ნიჭის წახალისების გარეშე საქართველო დაკარგავს იმ უნიკალურ ადგილს, რომელიც მას რეგიონსა და მსოფლიოში დამსახურებულად ეკავა. მცდარია მოსაზრება, თითქოს პატარა სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, კონსერვატორია, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა.

 

  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის სწავლების ხარისხს;
  • სკოლამდელი განათლება იყოს სავალდებულო;
  • საყოველთაო საშუალო განათლება იყოს სავალდებულო;
  • უნივერსიტეტებს დაუბრუნდეს რეალური ავტონომია;
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემას ჩაუტარდეს რეფორმა. დაშლილი და გაყიდული სამეცნიერო და დარგობრივი ინსტიტუტები აღდგეს. თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაფუძნდეს ახალი სამეცნიერო ინსტიტუტები;
  • უნდა შევიმუშაოთ ახალგაზრდობის აღზრდის კონცეფცია, რომელიც, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ეროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებს დაეყრდნობა;
  • განხორციელდეს პედაგოგთა ანაზღაურების რეფორმა. მათი მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1600 ლარი;
  • სოფლებში აღდგეს საშუალო სკოლები და ბაგა-ბაღები;
  • სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს აღუდგეთ პედაგოგის სტატუსი;
  • შეიქმნას სპეციალური ფონდი უცხოეთში სტუდენტების სასწავლებლად გაგზავნის მიზნით. საგანმანათლებლო კრედიტს, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მთლიანად დაფარავს ფონდი;
  • შესასწავლია ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პროგნოზი, რომლის გაანალიზების შედეგად უნდა დაიგეგმოს შესაბამის სპეციალისტთა მოსამზადებელი პროგრამები;
  • სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფიზიკური კულტურის მხარდაჭერაზე ბავშვებსა და ახალგაზრდებში. სპორტული ფედერაციები უნდა დაფინანსდეს ადეკვატური სახსრებით.

პარტიის პოზიცია