შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
საჯარო სამსახური საჭიროებს რეფორმირებას საჯარო მოხელეებისა და მათი ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით. თუმცა თვითმიზანი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს შემცირება ან გაზრდა. აუცილებელია საჯარო მოხელეთა რაოდენობა და მათი ხარჯები იყოს ადეკვატური იმ ამოცანების, რომლებსაც უნდა ასრულებდეს კონკრეტული სახელმწიფო უწყება. წარმომადგენლობითი ხარჯები, პრემიები და დანამატები უნდა გაიცემოდეს სახელმწიფო ინტერესების და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, აუცილებელია გაძლიერდეს კონტროლი და გამჭვირვალობა. მიუღებელია საქართველოსნაირ ქვეყანაში საჯარო მოხელეთა მომსახურებაზე (ავტომობილი, საწვავი და ა.შ.) იხარჯებოდეს უზარმაზარი საბიუჯეტო სახსრები. საჭიროა საჯარო სექტორის დაუყოვნებლივ დეპოლიტიზება. არ უნდა ინიშნებოდნენ და თავისუფლდებოდნენ თანამდებობებიდან პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ, განურჩევლად არჩევნების შედეგებისა, ის განაგრძობს თავის კარიერულ წინსვლას სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტიანად შესრულებისას. საჯარო მოხელე არ უნდა იყოს იძულებული, ემსახურებოდეს მმართველ პარტიას. მისი მთავარი საზრუნავი სახელმწიფოს ინტერესებია. საჯარო სამსახურებში მდგრადობა და სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. მხოლოდ ჩამოთვლილი პირობების შესრულების შემთხვევაში ჩამოყალიბდება პროფესიონალური ბიუროკრატია, რომელიც უწყვეტად, მშვიდად და პირნათლად შეასრულებს თავის ვალდებულებებს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში.

პარტიის პოზიცია