შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
აუცილებელია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტების შენარჩუნება საგარეო ვალის აღებისას და ბიუჯეტის ფორმირებისას; ასეთია, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ საგარეო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს. მნიშვნელოვანია მკაცრი პოლიტიკური და საპარლამენტო კონტროლი საერთაშორისო საკრედიტო ვალდებულებების აღებისას. მრავლად გვაქვს მაგალითები, როცა საერთაშორისო საკრედიტო ვალდებულებების აღებისას სხვადასხვა ხელისუფალი მოქმედებდა საკუთარი მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადეკვატური და გამჭვირვალე მექანიზმებით დაითვლება კრიზისის საშუალო და გრძელვადიანი ზარალი. პოსტპანდემიურ პერიოდში საბიუჯეტო დეფიციტი ნორმა იქნება.

პარტიის პოზიცია