შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
პროპორციული, ვინაიდან მას გააჩნია ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. ერთი უპირატესობა ტექნიკურია - პროპორციული სისტემა უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების (ნების) მინიმალურ დანაკარგს. სწორად აგებული პროპორციული სისტემის პირობებში ამომრჩეველთა ხმები მაქსიმალურად გარდაისახება მანდატებად. მეორე კი პოლიტიკურია - საპარლამენტო რესპუბლიკისთვის აუცილებელია ძლიერი მრავალპარტიული პარლამენტი. როდესაც მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში, ეს განაპირობებს იმას, რომ ყველა არსებული სადავო საკითხის გადაწყვეტის პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტის შიგნით და არა პარლამენტის წინ, როგორც ეს დღევანდელ პირობებში ხდება. მრავალპარტიული პარლამენტი კი დიდი ალბათობით ნიშნავს კოალიციურ მთავრობებს, რომლის პირობებშიც ჩამოყალიბდება სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ჯანსაღი კონკურენცია, ორიენტირებული მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების, სერვისებისა თუ მართვის მეთოდების შესათავაზებლად. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპორციული სისტემა არის საუკეთესო ბაზისი, რომელზეც შეიძლება დაშენდეს ძლიერი დემოკრატიული, სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტები (ამის მაგალითია ისრაელის სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენსავით რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის პირობებში). მაჟორიტარული კომპონენტის ამოღება თავისთავად განაპირობებს თვითმმართველობების გაძლიერებას და რეალურ, ქმედით ინსტიტუციად ჩამოყალიბებას. შერეული სისტემის პირობებში ავტომატურად ყალიბდება სუბორდინაციული კაზუსები თვითმმართველობასა და პარლამენტს შორის, რაც საგრძნობლად აკნინებს თვითმმართველობის როლს და არის რეგიონალური განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი. მთლიანად პროპორციული წესით დაკომპლექტებული პარლამენტი თავისთავად თავისუფლდება მაჟორიტარული გავლენებისგან და ორიენტირებულია თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობილ კანონშემოქმედებისკენ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად პროპორციული წესით არჩეული საკანონმდებლო ორგანო იქნება გაცილებით კომპეტენტური, ვინაიდან ქმნის ნაკლები ცნობადობის, მაგრამ მეტი პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის სპეციალისტებით დაკომპლექტების შესაძლებლობას.

პარტიის პოზიცია