შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

არსებული საშეღავათო სისტემა მთლიანად ორიენტირებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერის შენარჩუნებაზე. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული საშეღავათო გადაწყვეტილებები დისკრიმინაციულ, დაუბალანსებელ და უყაირათო ხასიათს ატარებს. მაგალითად, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება მოხდა მოხმარების მიხედვით, როდესაც ორსულიან და მრავალშვილიან ოჯახს ერთნაირი რაოდენობის სუბსიდია ეკუთვნოდათ. აუცილებელია განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება, გამოყოფა, და მათთვის შეღავათების მიზნობრივი გაცემა. კრედიტებზე გამოცხადებული 6-თვიანი მორატორიუმი საკმარისი არ არის. ჩვენი შეფასებებით, 2021 წლის პირველი და მეორე კვარტალი განსაკუთრებით მძიმე იქნება. ამის ფონზე, მოსახლეობა კერძო სექტორის კეთილ ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. საკრედიტო შეღავათები უნდა დარეგულირდეს სახელმწიფო დონეზე. უმძიმეს ფინანსურ წნეხს განიცდიან თვითდასაქმებულები, მცირე და საშუალო მეწარმეები. სამწუხაროდ, გადახდისუუნარობა იქცევა ჩვეულებრივ მოვლენად. იქნებიან კომპანიები, რომლებიც ამ კრიზის ვერ გაუძლებენ. შესაბამისად, საშეღავათო სისტემის მოქმედება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 2021 წლის მეორე კვარტალამდე:

 

  • გამოიყოს თვითდასაქმებულთათვის ყოველთვიური გრანტი. თანხა უნდა მოიცავდეს მათ მიერ წარდგენილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიღებული საშუალო შემოსავლის მინიმუმ 70%-ს;
  • მცირე და საშუალო მეწარმეები უნდა გათავისუფლდნენ ყველა ფორმის გადასახადისგან (დღგ-ს გარდა);
  • გამოცხადდეს მორატორიუმი გაკოტრების პროცედურებზე და შეჩერდეს კანონი „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“.

 

აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების უპრეცედენტო ოპტიმიზაცია და ასევე უპრეცედენტოდ რადიკალური ზომების გატარება კორუფციის მინიმუმამდე შესამცირებლად.

პარტიის პოზიცია