შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობის გასაზრდელად სამი სტრატეგიული წინაპირობა არსებობს:

 

1. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ნებისმიერი მოცულობითი ინვესტიციის განხორციელებამდე, თუკი ეს არ ეხება კომპანიას ან პირთა წრეს, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის კაპიტალის დაბანდებას ცდილობს, უპირველესად სწავლობენ ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხს. დღევანდელი პოტენციური ინვესტორები დამოკიდებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ან მასთან დაახლოებულ პირთა კეთილგანწყობაზე. ბუნებრივია, ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში შემოსვლას რისკავს უმეტესწილად საეჭვო წარმომავლობის კაპიტალი. „ერთიანი საქართველო“, ყველა სხვა პასუხისმგებლიან პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მზად არის, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, მხარი დაუჭიროს ისეთ სასამართლო რეფორმას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არაფორმალური მმართველობის წნეხისგან.

 

2. სტაბილური და პროგნოზირებადი საკანონმდებლო ბაზა არაჯანსაღი პოლიტიკური სისტემის პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყანა იმართება არაფორმალური და გაუმჭვირვალე მეთოდებით, ნებისმიერ ექსპერტს გაუჭირდება გამოთქვას საშუალოვადიანი პროგნოზიც კი, თუ როგორი საგადასახადო პოლიტიკა ექნება ქვეყანას თუნდაც მორიგი საპარლამენტო სესიის შემდეგ. „ერთიანი საქართველო“ მზად არის მხარი დაუჭიროს ისეთი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, სადაც ეკონომიკური გუნდის დაკომპლექტების უპირველესი კრიტერიუმი იქნება პროფესიონალიზმი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.

 

3. გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ფინანსური ინსტიტუტები დასახვეწია კანონმდებლობა ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ; გასამკაცრებელია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის საქმიანობაზე. ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური კონიუნქტურისგან და უნდა შედგებოდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან (პოლიტიკური ნების არსებობისას, ასეთები საქართველოში მოიძებნებიან). საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეროვნული ბანკის რეალური დამოუკიდებლობა, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად.

პარტიის პოზიცია