შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

ეკონომიკის სტიმულირებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება. პოსტპანდემიურ პერიოდში მაკროეკონომიკური გარემო და მისი სტაბილურობა იქნება უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული დანიშნულების ინდიკატორი ქვეყნის პოტენციური ინვესტორებისთვის. თუ საქართველო ვერ გახდება მიმზიდველი დამატებითი უცხოური ინვესტიციებისთვის, ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ყველანაირი დისკუსია მხოლოდ პოპულისტური ხასიათის შეიძლება იყოს. ასეთ რთულ ვითარებაში, ქვეყნის ბიზნესსექტორის გადარჩენა სასესხო კაპიტალით, ერთჯერადი ან თუნდაც მრავალჯერადი სახელმწიფო სუბსიდიებით შეუძლებელია. ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება გახდეს მიმზიდველი საინვესტიციო კაპიტალისთვის, რისთვისაც აუცილებელი ნაბიჯებია:

 

  • საგადასახადო პოლიტიკის ეტაპობრივი და მოზომილი ლიბერალიზაცია;
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ამისთვის შესაბამისი კანონმდებლობის მიღება;
  • ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ამისთვის სატრანზიტო ტარიფების ოპტიმიზაცია;
  • პოსტპანდემიური გამოწვევების საპასუხოდ, სასწრაფო და გადაუდებელია იმ დარგების იდენტიფიცირება, რომლებშიც ქვეყანას შეუძლია აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია. სწორედ ამ კონკრეტული დარგების სტიმულირებით უნდა შეიქმნას ქვეყანაში დამატებითი კაპიტალი და სამუშაო ადგილები, და ამ დარგებმა უნდა შეასრულონ ქვეყნის მაშველი რგოლის ფუნქცია პოსტპანდემიურ კრიზისულ წლებში. დაუშვებელია სხვადასხვა დარგის სტიმულირება რაიმე პოპულისტური ან კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც დღეს თვალნათლივ ჩანს.

პარტიის პოზიცია