„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ 2008 წლის 23 ნოემბერს დაფუძნდა. 2019 წლის ივნისში განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ პარტიის სახელწოდებაა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“. პარტიის თავმჯდომარეა ნინო ბურჯანაძე.
პარტიის მიზნებია: საქართველოს, როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა ქვეყნის ისტორიულ-კულტურული და ტერიტორიული თავისებურებების გათვალისწინებით; ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა, ზრუნვა მისი შენარჩუნებისთვის; ქართული ეროვნული ტრადიციების განვითარება; დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება და განმტკიცება; ეკონომიკური განვითარება და ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვაზე ზრუნვა.
პარტიის ვებგვერდი: www.democrats.ge
ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია
მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას
კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.