შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლეიბორისტული პარტია

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება:

 

  • ნაკისრი ვალდებულებების დაჩქარებული წესით შესრულება;
  • ოკუპირებული რეგიონების შერიგების პოლიტიკისა და მათი მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერა;
  • ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოება;
  • ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) გაფართოება - იგი გულისხმობს უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელთა სრული სპექტრის მონაწილეობას და პროფესიული განვითარების მხრივ კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

ამერიკასთან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულების დადება:


  • ორჯერ გაიზრდება დიპლომატთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში;
  • შეიქმნება დიპლომატთა სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრები იმუშავებენ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთდაცვის ხელშეკრულების გასაფორმებლად;
  • შეიცვლება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
  • სამხედრო თავსებადობის გასაძლიერებლად, პირველ ეტაპზე, შეიქმნება ანტიტერორისტული ცენტრი კავკასიის რეგიონში ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მიზნით;
  • საფუძველი ჩაეყრება ყოველწლიურ სამხედრო წვრთნას ამერიკასა და საქართველოს შორის.

 

ამერიკული საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ბაზების გახსნა:

 

  • სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით დაიწყება აქტიური მოლაპარაკებები პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან;
  • საქართველოს მასშტაბით შეირჩევა სამი ადგილი შემდგომში ბაზების განსათავსებლად.

პარტიის პოზიცია