შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლეიბორისტული პარტია
  • სკოლებში დაწესდება მოსწავლეებისთვის ერთჯერადი კვება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით!
  • ყველა სკოლის სასადილოში დაინერგება ელექტრონული სისტემა და ყველა მოსწავლეს გადაეცემა ინდივიდუალური ელექტრონული ბარათი;
  • სასადილოებში ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აიკრძალება;
  • პროგრამის მონაწილე მოსწავლეებს შეეძლებათ ბარათის გატარებით მიიღონ წინასწარ განსაზღვრული ულუფა. ხარჯებს დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი „მომავლის ფონდიდან“.

 

მსგავსი მოდელი წარმატებით ფუნქციონირებს აშშ-ში. კვების ექსპერტები დაადგენენ მოსწავლისთვის აუცილებელ კვებით რაციონს და ყველა სკოლის სასადილო ვალდებული იქნება ამ ფორმით უზრუნველყოს მოსწავლე განსაზღვრული საკვებით. შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს სასადილოებში ჰიგიენური და სანიტარიული ნორმების დაცვას. ტენდერები გამოცხადდება ქართველი/ადგილობრივი ფერმერებისთვის და სკოლების სასადილოები მომარაგდება მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქციით. ეს წაახალისებს ადგილობრივ გლეხებს და დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალზე.

 

  • ფსიქოლოგის ინსტიტუტის დანერგვა სკოლებში - ყველა სკოლას ეყოლება საკუთარი ფსიქოლოგი!

 

ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი მოსწავლე, ვისი მხრიდან და რა ფორმით ხდება ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, არარსებული სტატისტიკის მიუხედავად, ყოველდღიურად ვაწყდებით ბულინგისა და ძალადობის არაერთ ფაქტს სკოლებში. სწორედ ამიტომ, სასწავლო პროცესის სრულყოფისა და სკოლებში მსგავსი ფაქტების მინიმუმამდე შესამცირებლად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციის გათვალიწინებით, ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში შევძლებთ, რომ ყველა საჯარო სკოლას ჰყავდეს საკუთარი ფსიქოლოგი, ჯამში 2300 ფსიქოლოგზე მეტი. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი უზრუნველყოფს ფსიქოლოგად დასაქმების მსურველთა გადამზადება/დატრენინგებას ან ამ ტიპის გადამზადება/დატრენინგების ორგანიზებას. აღნიშნული პროგრამა შექმნის 2300 სამუშაო ადგილს.

 

  • შეიქმნება ბავშვთა ომბუდსმენის აპარატი.

 

ბავშვთა ომბუდსმენი ჩამოყალიბდება ცალკე ინსტიტუტად, რომლის მთავარი მოვალეობა სწორედ ქვეყანაში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კანონმდებლობის შექმნა/სრულყოფა და იმპლემენტაციაზე მეთვალყურეობა იქნება. გარდა ამისა, მასვე დაევალება საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაზე მონიტორინგი და საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობა.

პარტიის პოზიცია