მაქსიმალურად წახალისდება ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში;
საგრანტო პროგრამების ფარგლებში შეიქმნება პოლიტიკური სკოლები, სადაც ახალგაზრდა ასაკიდანვე ქალებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ პოლიტიკური განათლება და გამოცდილება, გაიუმჯობესონ და განავითარონ ინდივიდუალური შესაძლებლობები;
გაუქმდება საკანონმდებლო ორგანოში ქალთა კვოტირების სისტემა. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქალთა წარმომადგენლობა იზრდებოდეს ბუნებრივად და არა ხელოვნური ჩარევის შედეგად.