შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლეიბორისტული პარტია
  • განათლების რეფორმა - მასწავლებლების გადამზადება! ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პედაგოგთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ქართული და ეთნიკური უმცირესობების ენის სრულფასოვან ცოდნას;
  • ეკონომიკური რეფორმა - სახელმწიფოს მიერ გაცემული ყველა გრანტის 5% მოხმარდება უმცირესობათა ბიზნესიდეების, სტარტაპების დაფინანსებას, ან დაიხარჯება ისეთ იდეებზე, რომლებიც უმცირესობათა დასაქმებას ითვალისწინებს;
  • ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა - ყველა სახელმწიფო საიტი და ელექტრონული მომსახურების სერვისი გახდება ადაპტირებული უმცირესობებისთვის, როგორც ეთნიკური ნიშნით უმცირესობებისთვის, ისე შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ყველა გადაცემა კულტურის, პოლიტიკის თუ სხვა თემატიკაზე ადაპტირებული იქნება უმცირესობებისთვის. ასევე დაწესდება სახელმწიფო საგრანტო კონკურსები, რომლებიც დააფინანსებს სოციალურ ქსელში საინფორმაციო, სატელევიზიო, გასართობი თუ სხვა სახის კონტენტის შემქმნელ ბიზნესს.

პარტიის პოზიცია