შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლეიბორისტული პარტია
  • შევქმნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალ სასწავლო პროგრამებს სკოლამდელი განათლების სფეროში პროფესიონალი კადრების მოსამზადებლად;
  • სპეციალისტებთან, მკვლევრებთან, ტრენერებთან, ლექტორებთან და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავებთ სატრენინგო პროგრამებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს არაკვალიფიციური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება ყველა აღმზრდელი, რომლებიც უკვე დასაქმებული არიან სკოლამდელ დაწესებულებებში;
  • 70 ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაგან თითოეული იქნება მინიმუმ 200 ბავშვზე გათვლილი. შევძლებთ შევამციროთ ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა!
  • სკოლებში მოსწავლეებისთვის დაწესდება ერთჯერადი კვება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით!
  • ფსიქოლოგის ინსტიტუტის დანერგვა სკოლებში - ყველა სკოლას ეყოლება საკუთარი ფსიქოლოგი!
  • სასკოლო მასალა სრულად უნდა პასუხობდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება სწავლება უმაღლესი სასწავლებლის ყველა საფეხურზე!
  • სტატუსშეწყვეტილ სტუდენტებს დავაბრუნებთ აუდიტორიებში;
  • 1000 წარმატებული სტუდენტი ყოველწლიურად გაიგზავნება მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში;
  • პროფესიული განათლების დიპლომის გათანაბრება აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომთან.

პარტიის პოზიცია