შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლეიბორისტული პარტია
  • შეიქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონები, სადაც მსხვილი ინვესტორები ისარგებლებენ სპეციალური საგადასახადო შეღავათებით; მათ ყოველმხრივ ხელი შეეწყობათ, რათა შეუფერხებლად წარმართონ თავიანთი საქმიანობა და დაასაქმონ საქართველოს მოქალაქეები;
  • შეიქმნება ჯანსაღი სამართლებრივი გარემო და გატარდება მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმები, რაც უზრუნველყოფს ინვესტორებისა და ბიზნესისთვის უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას. ვერცერთი ხელისუფალი ვერ შეძლებს ისეთი ტიპის მანიპულაციებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამა თუ იმ ბიზნესის თავისუფალ ფუნქციონირებას;
  • მოხდება ბაზრის დემონოპოლიზაცია და შეიქმნება ჯანსაღი კონკურენტული გარემო, სადაც ყოველი აქტორი ისარგებლებს თანაბარი უფლებებით და არავინ იქნება პრივილეგირებული სახელისუფლებო ძალების მხრიდან.

პარტიის პოზიცია