შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თავისუფალი საქართველო
ქვეყნის განვითარების კურსი უნდა ეფუძნებოდეს დასავლურ პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ ღირებულებებს. იმავდროულად, ქვეყანამ შეძლებისდაგვარად ნორმალური ურთიერთობები უნდა დაამყაროს დანარჩენ მეზობლებთანაც. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა გახდეს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტენგრაცია, რაც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პირობებში მხოლოდ პროპაგანდას წარმოადგენდა, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საერთოდ დავიწყებულია. საქართველო გაააქტიურებს პოლიტიკურ დიალოგს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსეთის მონაწილეობით. ამგვარი დიალოგის პრიორიტეტი უნდა იყოს როგორც დეოკუპაცია, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვა და ესკალაციის თავიდან აცილება.

პარტიის პოზიცია