თავისუფალი საქართველო
უფლებამოსილება შეუწყდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს, აგრეთვე მოსამართლეთა და პროკურორთა იმ კატეგორიას, რომლებიც შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მონაწილეობდნენ პოლიტიკური დევნის საქმეებში. იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანხმობის საფუძველზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შევქმნით დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტს, რომელიც არ დაექვემდებარება გენერალურ პროკურორს. დამოუკიდებელი პროკურორები გამოიძებენ შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის დროს „თაროზე შემოდებულ“ საქმეებს.