აუცილებელია ჩვენს მეზობლებთან გვქონდეს არა მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობა, არამედ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ კავკასიის ქვეყნების, ასევე შავი ზღვის აუზის სახელმწიფოების მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო კავშირი. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნების კოორდინირებულ, მწყობრ პოლიტიკას როგორც ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ისე საზოგადოებრივ-კულტურული და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მხრივ.
„რეფორმატორები“ ვგეგმავთ სიღრმისეული ურთიერთობების დამყარებას ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთმანეთის ინტერესების შეჯერებითა და თანხვედრით.