შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოში, რუსულ გავლენას ჩვენ აღვიქვამთ როგორც ეროვნულ საფრთხეს. „რეფორმატორების“ ხელისუფლების პირობებში გამოაშკარავდება და სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში, რომელთა დაფინანსების წყარო რუსული კაპიტალია. ეროვნული უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად აქტიურად ვითანამშრომლებთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. ჩვენ უპირობოდ მივიღებთ ლუსტრაციის კანონს (ერთგვარი გაფართოებული შინაარსით), რომელიც გარკვეულწილად ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტიც იქნება. მეტი ტრანსატლანტიკური პოლიტიკური ინვესტიციაა საჭირო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ბოლო რამდენიმე წელში ჩვენ ვხედავდით „რბილ იზოლაციონიზმს“, რამაც წაახალისა არასასურველი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა რეგიონში, და მათ შორის საქართველოში. „რეფორმატორები“ სრულიად განსხვავებულ კატეგორიაში გადავიყვანთ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობისა და მოკავშირეობის საკითხს.

პარტიის პოზიცია