შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
ხელი შეეწყობა ეკოლოგიური სისტემების შექმნას სოფლებისა და ქალაქების გეოგრაფიული არქიტექტურის მიხედვით; საფუძველი ჩაეყრება გარემოსდაცვით საგანმანათლებლო ღონისძიებებს სწორედ ურბანულ არეალებში ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის მიმართულებით. ამ საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების ბენეფიციარები უმთავრესად გახდებიან დიდი ქალაქის სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. ურბანულ დასახლებებში შეიქმნება ეკოლოგიური ზონები. ე. წ. მწვანე არქიტექტურისა და მწვანე სახურავების კონცეფციის შემუშავებით შესაძლებელი გახდება ეკო და ბიო სისტემების ქალაქის ინფრასტრუქტურასთან თანაარსებობა. ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წარვადგენთ გეგმას, რომლის თანახმადაც: მავნე ემისიებისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით დაირგვება მრავალწლიანი ნარგავები, რომლებიც შთანთქავს ნახშირორჟანგს; ქალაქებისა და სოფლების ბუნებრივი ლანდშაფტების შესანარჩუნებლად, ეროზიისა და გაუდაბნოებისგან გარემოს გადასარჩენად ამუშავდება კომპლექსური პროგრამა; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალაქის წყლის რესურსებისა და რეზერვუარების ეფექტიან გამოყენებას.

პარტიის პოზიცია