რეფორმატორები
„რეფორმატორები“ ბავშვებზე ზრუნვას, მათ ჯანსაღ აღზრდას, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნას განვიხილავთ არა როგორც კონკრეტული დაუცველი ფენის დაცვის ვალდებულებას, არამედ როგორც სახელმწიფოს მომავლის, განვითარების, უსაფრთხოებისა და მდგრადობის აუცილებელ პირობას; მათ შორის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვა მუცლად ყოფნის დროიდან, შეუქმნას ჯანსაღი და ხელსაყრელი პირობები, დააკმაყოფილოს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ დამოკიდებულებითი, მენტალური გარემოთი.
ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ ამ მიმართულებით ისეთი ქვეყნების გამოცდილებას, როგორიცაა დანია, შვედეთი, ნორვეგია და აშ. მათი გამოცდილების გაზიარებით, ქართული რეალობისა და ბუნების გათვალისწინებით შევქმნით ბავშვზე ზრუნვის ოპტიმალურ, ადაპტირებულ მოდელს.