შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
„რეფორმატორების“ პოლიტიკური გუნდის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ ქალები, და არა იმიტომ, რომ კანონმდებლობაში არსებობს გარკვეული კვოტირება სქესთაშორის ბალანსის დაცვის მიზნით. ეს ბუნებრივად მოხდა. საქართველოში სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს არაერთ პროექტს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის გააქტიურების მიზნით. „რეფორმატორების“ ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად შეეწყობა ხელი გენდერული ბალანსის ბუნებრივ დაცვას. სახელმწიფო წაახალისებს ცალკეული ორგანიზაციების იმგვარ საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს „ინერტული გენდერული ჯგუფების“ გააქტიურებას.

პარტიის პოზიცია