შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია, სახელმწიფოს ყოველთვიური დახმარება და შემწეობა ჩანაცვლდეს თითოეული მოქალაქის ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდით. ეს უნდა განხორციელდეს მუნიციპალური ფერმების, მეურნეობების, ურბანული სოფლის სამეურნეო-საოჯახო ტურიზმის სფეროებში ჩართვის გაადვილებული და გამარტივებული სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების საფუძველზე. შეუძლებელია არ გამოვიყენოთ აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითები. მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს გაუჩნდება დასაქმებისა და ახალი პროფესიების ათვისების, კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივა. ჩვენი პრიორიტეტია, სასტარტო, შეღავათიანი და გრძელვადიანი საგრანტო პროგრამებით და ცოდნის გაზიარების გზით ეკომიგრანტებს, შშმ პირებს, ლტოლვილებსა და პენსიონერებს მიეცეთ განვითარების შესაძლებლობები.

პარტიის პოზიცია