რეფორმატორები
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო მოხელეთა, სპეციალისტთა „კლასი“, რომელიც ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად დამოუკიდებლად იარსებებს. ამით შეიქმნება საჯარო მოხელეების სტაბილური საქმიანობის პირობები. დასაქმებულს არ ექნება იმის განცდა, რომ პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა თუ ფაქტორების გამო ის არ დაკარგავს სამსახურს, თუ დაკისრებულ საქმიანობას ახორციელებს პროფესიონალურად.
ამ ამოცანის შესასრულებლად „რეფორმატორები“ ვგეგმავთ, ერთი მხრივ, პროფესიული კადრების გადამზადების პროგრამების აქტიურად ამოქმედებას და, მეორე მხრივ, შრომის კოდექსის ცვლილებას დასაქმებულის უფლებების უკეთ დასაცავად.
ჩვენ დავასრულებთ სამსახურებიდან დასაქმებულთა უცერემონიოდ დათხოვის მახინჯ პრაქტიკას.