შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
უნდა შემუშავდეს ბიუჯეტის ვალდებულებათა ნაწილის ძირითადი კლასიფიკაციები და განისაზღვროს ეკონომიკური პრიორიტეტები, რაც ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ცვლილების ფუნქციური მართვის საშუალებას მოგვცემს. სახელმწიფო ვალი წარმოადგენს ვალდებულებათა ნაწილს, რომლის წარმოშობა ხშირ შემთხვევაში ხარჯების არაორგანიზაციული მართვის შედეგია. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვალების სტრუქტურირება არ შეიძლება გაზრდილი გადასახადებისა და გაძვირებული სახელმწიფო სერვისების საფუძველზე. ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეზერვების, საბიუჯეტო ვალდებულებების, ადგილობრივი და საგარეო ვალების წარმოქმნა-დაფარვის ზუსტი პირობების შესწავლა; აგრეთვე მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება სახელმწიფო ბიუჯეტის საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების (ვალების) შესახებ. ამგვარი მიდგომით დროულად გადაწყდება დეფიციტისა და ფულადი ემისიების ჩართვის აუცილებლობა.

პარტიის პოზიცია