შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები

საქართველოს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრი ქვეყნის მოქნილობა და თავისუფლება ფისკალური პოლიტიკის გარკვეულ მიმართულებებზე არგუმენტირებულ, დაბალანსებულ საბიუჯეტო პრიორიტეტებს გულისხმობს. ჩვენი გათვლებით, შიდა საბიუჯეტო ხარჯების პროპორცია მთლიანი შიდა პროდუქტის მატებაზე დიდად იქნება დამოკიდებული შემდეგ გარემოებებზე:

 

  • რამდენად სწორად ჩამოყალიბდება ქვეყნის ბიუჯეტის პრიორიტეტული ნაწილი;
  • რამდენად სწორად განხორციელდება ქვეყნისთვის ძალზე საჭირო და აუცილებელი დეცენტრალიზაციის რეფორმა;
  • რამდენად ეფექტიანად ჩატარდება რეგიონების თანაბარი, ადეკვატური განვითარების სახელმწიფო რეფორმა.

 

სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის შემცირება და სახელმწიფოს მხრიდან რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერა პრინციპით - „ქვემოდან ზემოთ“ გაცილებით ეფექტურ ეკონომიკურ და ფისკალურ პლატფორმებს შექმნის დივერსიფიცირებული აგრობიზნესის, ტექნოლოგიური და ინოვაციური, ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. მათი განხორციელების გარეშე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს ვერ შესთავაზებ დაბალი თვითღირებულების, მაგრამ მაღალი ხარისხის პროდუქტებს.

პარტიის პოზიცია