იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პარტიის - „რეფორმატორების“ საარჩევნო პროგრამა ეფუძნება და ითვალისწინებს გრძელვადიან, კომპლექსურ და შეუქცევად ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სამართლებრივ-კულტურულ რეფორმებს, სწორი პოლიტიკის გატარებით და ჩვენი გათვლებით, 2024 წლისთვის შევძლებთ:
„რეფორმატორების“ ხელისუფლების პირობებში 2024 წელს 5.8%-ით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა. იმ დროისთვის ეკონომიკური საქმიანობა დასტაბილურდება, ხოლო შემდგომ პერიოდში საქართველო შეძლებს ადგილობრივ ბაზრებზე თვითუზრუნველყოფას და საექსპორტო პოტენციალის გაორმაგებას. ამ საქმეში დიდ როლს შეასრულებს „ლურჯი ეკონომიკის“ ჯერ კიდევ გამოუყენებელი რესურსების რაციონალური გამოყენება და დივერსიფიცირება.