შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
სისტემურ, კონცეპტუალურ ცვლილებებს ვგეგმავთ როგორც სახელმწიფო მოწყობის კუთხით, ისე კონკრეტულ სფეროებში, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში. დღეს საგანმანათლებლო სისტემის კრიზისი აშკარაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც. ჩვენ, „რეფორმატორები“ მუდმივად ვმუშაობთ განათლების ექსპერტებთან, ფსიქოლოგებთან, დარგის სხვა სპეციალისტებთან ერთად განათლების ისეთი კონცეპტუალური მოდელის შესაქმნელად, რომელიც ყველაზე ეფექტიანად გაუმკლავდება თანამედროვე გამოწვევებს. საბოლოოდ შეიქმნება ქართულ მენტალობასთან მაქსიმალურად ადაპტირებული მოდელი, რომელიც იმავდროულად ოპტიმალური განათლების მიღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ჩვენთვის განათლების სისტემაში პრიორიტეტულია განათლების მაქსიმალური საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის მიღწევა.

პარტიის პოზიცია