შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
პარლამენტის ფორმირება აუცილებელია სრულად რეგიონალური პროპორციული წესის მიხედვით: საქართველოს თითოეული ისტორიული მხარის ამომრჩეველს პარლამენტში უნდა გააჩნდეს მოსახლეობის რაოდენობის პროპორციული მანდატები. სამუშაო ვერსიად განვიხილავთ ყოველ 50 ათას მოსახლეზე ერთ საპარლამენტო მანდატს, თუმცა ეს პროპორცია საბოლოოდ საზოგადოებრივი და საპარლამენტო განხილვების შემდეგ დადგინდება. პარლამენტის ფორმირების ამგვარი მოდელი შედეგად მოგვცემს: 1. პარლამენტართა შემცირებას 150-იდან 80 დეპუტატამდე, რაც ყოველწლიურად ხალხისთვის დაზოგავს მილიონობით ლარს; 2. რეგიონალური პროპორციული სისტემა ასტიმულირებს და წარმოშობს ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს; 3. საპარლამენტო მანდატების პროპორციული მიმართება ქვეყნის მოსახლეობასთან გაცილებით ლეგიტიმურს ხდის პარლამენტართა რაოდენობის განსაზღვრას და საკანონმდებლო ორგანოს, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობის ზრდას.

პარტიის პოზიცია