საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა გულისხმობს ხელისუფლების შტოების მკაცრ გამიჯვნას (საპარლამენტო მმართველობის ფორმისგან განსხვავებით). ეს თავისთავად უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მკვეთრ ზრდას, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა უცილობლად წარმოშობს ნდობას საზოგადოებაში. ამასთანავე, კონსტიტუციაში სრულად იქნება გადმოცემული სასამართლო სისტემის მოწყობის მოდელი, რაც სასამართლოს მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ინტერპრეტაციებს გამორიცხავს.