შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
ჩვენი კომპლექსური და შეუქცევადი რეფორმები უკავშირდება ურბანული სოფლის მეურნეობისა და მუნიციპალური ფერმების შექმნის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, სოფლის მეურნეობის ეროვნული პროდუქციის წილის გაზრდას და ეკონომიკის გაძლიერებას. რედაქტირება სჭირდება სახელმწიფო ორგანულ კანონს შესყიდვების შესახებ. ჩვენ მზად გვაქვს პროექტი, რომლის თანახმადაც, თუ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება, სახელმწიფომ მათ სოციალური დახმარებები და შემწეობები არ უნდა შეუწყვიტოს. სრულიად წარმოუდგენელია, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ნაჩუქარი მეწველი პირუტყვი ან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გახდეს მათთვის შემწეობებისა და დახმარებების გაუქმების საბაბი. მომზადებული გვაქვს აგრეთვე საკანონმდებლო პაკეტი ურბანული სოფლის მეურნეობის შესახებ.

პარტიის პოზიცია