შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
ცენტრალიზებული სისტემები საქართველოში არ არის ეფექტიანი, მათ შორის განათლების საკითხებში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით აღვნიშნავთ დეცენტრალიზაციის პროცესების მნიშვნელობას, მუნიციპალური ფონდების ხელშეწყობასა და განვითარებას ლოკალურად ინტერნეტის მიწოდების სერვისებისა თუ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ინფრასტრუქტურულ მოთხოვნაა დისტანციური სწავლების ორგანიზებისთვის. მეორე მხრივ, აუცილებელია რეგიონებში, დიდ ქალაქებში საჯარო სკოლების პედაგოგთა მომზადება და გადამზადება, რათა ისინი დაეუფლონ დისტანციური სწავლების ფორმებსა და მეთოდებს, ეფექტურად გამოიყენონ ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

პარტიის პოზიცია