შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
მოსახლეობის 80% სრულიად დაუცველი შეხვდა ამ კრიზისს. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეღავათები თითქოს უმსუბუქებდა მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს არსებულ გაჭირვებულ მდგომარეობას, კომუნალური გადასახადების, საბანკო დავალიანებების, იპოთეკური სესხების გადავადებით პრობლემების მოგვარების დრომ უბრალოდ რამდენიმე თვით გადაიწია. „რეფორმატორებისთვის“ უმნიშვნელოვანესია თითოეული დაუცველი მოქალაქის ზუსტი იდენტიფიცირება და მათთვის დამატებითი დისტანციური სამუშაო შესაძლებლობების გაჩენა. ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება უგულებელყოფს მოსახლეობის გაღარიბებული ნაწილის პრობლემებს. თუ არ შეიცვლება არსებული ანტიკრიზისული გეგმა და მიდგომა, არ გატარდება საშეღავათო სისტემების სრული რეფორმა, მათ სრული კატასტროფა ემუქრებათ. ჩვენი ამოცანაა მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანა და არა მათი კრიზისული მდგომარეობით მანიპულირება. ანტიკრიზისული გეგმის ნაწილში სრული აბსურდია ფერმერებისთვის 200-ლარიანი ვაუჩერის შეთავაზება. არსებული ბიუროკრატიული კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის შესახებ ფერმერებს მიწების რეგისტრაციასა და საკუთრების უფლების მიღებას ურთულებს. სახელმწიფომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა ფერმერებისთვის მიეწოდებინა დროული და კვალიფიციური ინფორმაცია და შეეთავაზებინა სასოფლო-სამეურნეო მიწების ნებაყოფლობითი კონსოლიდაციის მოდელი. ამით ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სასურსათო უსაფრთხოების საკითხს ნაწილობრივ მაინც გადავჭრიდით და ერთწლიანი კულტურების მოსავლის მიღებით სურსათით თვითუზრუნველყოფას მივაღწევდით. სახელმწიფოში სოფლის მეურნეობაზე კვლავ მავნე ზეგავლენას ახდენენ დარგისგან შორს მდგომი და კერძო ინტერესებზე ორიენტირებული საჯარო მოხელეები, რაც რადიკალურად შეიცვლება „რეფორმატორების“ ხელისუფლებაში.

პარტიის პოზიცია