შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები

„რეფორმატორების“ ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე მომუშავე გუნდს მნიშვნელოვნად მიაჩნია:

 

  • მიზნობრივი და პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება მაღალკვალიფიციური და მაღალპროფესიული, კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების პოტენციალის გასაძლიერებლად;
  • მონიტორინგი სახელმწიფო სუბსიდიების განხორციელებისას, რაც ხშირ შემთხვევაში დარგების განვითარების ასიმეტრიის საფუძველი ხდება;
  • თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპების ხელშეწყობა, რაც გააძლიერებს საინვესტიციო მიმზიდველობას და გაზრდის კრედიტებზე წვდომას გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებების სახით;
  • საქართველოში ელექტრომობილის წარმოების ხელშეწყობა;
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საწარმოო ობიექტების ჩვენს რეგიონში გადმოტანა;
  • აგროსამრეწველო ინდუსტრიის განვითარების მიზნით აგროინდუსტრიული ზონების შექმნა და კლასტერების ჩამოყალიბება, სადაც სასურსათო ინდუსტრია პირდაპირ იქნება დაკავშირებული ტურიზმის სექტორებთან.

 

საწარმოო ინდუსტრიაში, ეროვნული პროდუქციის ფართო სპექტრში, მაღალი დონის ადამიანური კაპიტალის გამოყენებით და ლოჯისტიკური უპირატესობებით საქართველოს შეეძლება აქტიურად იყოს ინტეგრირებული როგორც რეგიონალური, ისე გლობალური მიწოდების ქსელებში, გრძელვადიან პერსპექტივაში კი უფრო მეტ უცხოურ კაპიტალს მოიზიდავს. ამდენად, საგადასახადო სისტემის რეფორმა უმთავრესი საკითხია, რომლის ინიციირებისთვის მომზადებული გვაქვს საგადასახადო პრეფერენციები მოკლე და გრძელვადიანი ფისკალური ეფექტის გათვლით. თანამედროვე ინოვაციურ-ტექნოლოგიურ პლატფორმაზე აგებული ბიზნესმოდელები ინტეგრირდება რეგიონალური განვითარების სტრატეგიული გეგმების შესაბამისად და ამის საფუძველზე შემუშავდება წინადადებები როგორც შიდა, ისე საგარეო საინვესტიციო პირობებისთვის. ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებები ორიენტირებული იქნება:

 

  • დასაქმების, სოციალური და ეკონომიკური განვითარების, ბიზნესპროდუქტების დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე;
  • განახლებადი ენერგიების, შავი ზღვის ეკონომიკური, სატრანსპორტო და აკვაკულტურული პოტენციალის მაქსიმიზაციაზე;
  • ახალი ეკონომიკური ე. წ. „დრაივერების“ შექმნასა და განვითარებაზე; - საქართველოში დაბალემისიებიანი ტექნოლოგიების წარმოების ხელშეწყობასა და საინვესტიციო კლიმატის შექმნაზე.

პარტიის პოზიცია