„ევროპული საქართველოს“ მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია განუხრელი მსვლელობა ნატოსა და ევროკავშირისკენ. მთავრობას უნდა ჰქონდეს ზუსტი გეგმა, როდის შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს და როგორ მოემზადება ამ პროცესისთვის. დღეს ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან შრომის ბაზრის გახსნის თაობაზე. ჩვენ:
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში „ევროპული საქართველო“ გააღრმავებს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. ჩვენ გვსურს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გაუმჯობესება. ამ მიზნით მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად საქართველოსთვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში. ამასთან, საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დადება ვაშინგტონთან.