„მცირე მთავრობის“ მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, მოქალაქეებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია:
ყოველივე ამის შედეგად შესაძლებელი გახდება მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. მაღალი ეკონომიკური ზრდა გააუმჯობესებს არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქის ცხოვრებას, არამედ მოტივაციას შეუქმნის უცხოეთში წასულ თანამოქალაქეებს, სამშობლოს დაუბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა თუ ენერგია აქ გამოიყენონ.