შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

მთავარი გეგმის მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ჩვენი მიზანია, ქვეყანა საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მსოფლიო მასშტაბით იყოს წარმატებული. უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო სახელმწიფოში ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების მთავარი წინაპირობაა. ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა არის ქართველი ერის გაცნობიერებული არჩევანი. ჩვენ გავაგრძელებთ განუხრელ მსვლელობას ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, რაც იქნება საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეთა უსაფრთხოების, მათი ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველი. კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას, გავაძლიერებთ თანამშრომლობას სამართალდამცავ და უსაფრთხოების დასავლურ სტრუქტურებთან, საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევების განეიტრალების მიზნით.

პარტიის პოზიცია