შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

მთავარი გეგმა მიზნად ისახავს ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რის მისაღწევადაც მნიშვნელოვანია, კულტურა სწორ მოტივაციებზე დაფუძნებულ, მაღალშემოსავლიან და წარმატებულ სფეროდ გარდაიქმნას. დღეს, მსოფლიოში, კულტურა და კრეატიული ინდუსტრია მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს, ზრდის ყოველწლიური 10%-იანი პროგნოზით. დღეს, მსოფლიოში, კულტურა ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე წარმოებისა და მომსახურების ნებისმიერი სფერო. მსოფლიო მასშტაბით, ავტოწარმოებაში დასაქმებულთა მაჩვენებელი 2,5-ჯერ ნაკლებია კულტურის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობრივ მაჩვენებელზე. კულტურის განვითარების ეროვნული ფონდი - 100 მილიონი ლარი დამატებითი ინვესტიცია კულტურის განვითარებისთვის; „კულტურის ეროვნული ფონდი“ გამჭვირვალე და სამართლიანი მექანიზმებით დააფინანსებს შემოქმედებით პროექტებს, რაც სფეროს რეპუტაციულ აღიარებას მოუტანს და კონკურენტულს გახდის საერთაშორისო დონეზე. მსგავსი აღიარება გაზრდის ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების შემოდინებას, კულტურის მუშაკთა ღირსეულ პროფესიულ ცხოვრებასა და სფეროს განვითარებას. 20%-ით ხელფასების ზრდა: მთავარი გეგმის საგადასახადო რეფორმა, პირველივე წელს, სწორედ კულტურის სექტორში საშემოსავლო და მოგების გადასახადის გაუქმებით იწყება, რაც სფეროში დასაქმებულთა ხელფასებს მყისიერად გაზრდის 20%-ით და სფეროს განვითარების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

 

500 მილიონი ლარი - კულტურის განვითარებისთვის საერთაშორისო კინოწარმოებიდან:

 

  • კულტურის სფეროდან მიღებული დამატებითი ღირებულების გადასახადი მოხმარდება კულტურის სფეროს განვითარებას. სახელმწიფო პროაქტიულად იმუშავებს საერთაშორისო ფესტივალებისა და კინოინდუსტრიული პროექტების მოსაზიდად. ნულოვანი საგადასახადო სისტემა კინოინდუსტრიაში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაში - ყოველივე ეს საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მთლიანად მსოფლიოსთვის და კერძოდ - კინოწარმოებისთვის. ქვეყანაში საერთაშორისო კინოწარმოების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც მთლიანად კულტურის სფეროს, ისე კინოწარმოებასთან დაკავშირებული და მომიჯნავე ინდუსტრიების განვითარებას.

პარტიის პოზიცია