შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

მთავარი გეგმით გათვალისწინებული და ბავშვებზე მზრუნველობის რეფორმის მიზანი საქართველოში არსებული სიღარიბის პრობლემის ერთხელ და საბოლოოდ დაძლევაა. PISA-ს საერთაშორისო კვლევების თანახმად, მსოფლიოს 77 ქვეყნიდან, ზოგადი განათლების ხარისხის მიხედვით, საქართველო 69-ე პოზიციაზეა - ბოლო ათეულში მერვე ადგილს იკავებს. საქართველოში ასევე გვყავს 12 000 ბავშვი, რომლებიც განათლების მიღებასა და სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ. ხშირ შემთხვევაში, განათლების უხარისხო სისტემა და განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობის წართმევას. ქვეყანას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბავშვებს საკვებით, სამედიცინო სერვისებითა და განათლებით, მომავალი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და განვითარების ყველაზე ეფექტიანი გზა ბავშვებზე, ჩვენს მომავალზე ზრუნვაა, მათ განათლებასა და ჯანმრთელობაში ინვესტირებაა. ჩვენი გეგმით:

 

400 მილიონი ლარი ბავშვებში შიმშილის დასამარცხებლად:

 

  • ზრუნვის 150-ლარიანი ფულადი მხარდაჭერა ყოველთვიურად გადაეცემა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებს, ოჯახში მცხოვრები თითოეული ბავშვისთვის;
  • ჯანმრთელობის 400-ლარიანი კერძო, პრემიუმხარისხის ყოველწლიური სადაზღვევო ვაუჩერი გადაეცემა თითოეულ ოჯახს თითოეული ბავშვისთვის, რათა იზრუნონ შვილების ჯანმრთელობაზე;
  • გასამმაგდება ბავშვების განათლების დაფინანსება და 2000-ლარიანი ყოველწლიური სასკოლო ვაუჩერი გადაეცემა სკოლის თითოეულ მოსწავლეს; უფასო სადილი საჯარო სკოლებში და უსაფრთხო გარემო - აი, ესაა ჩვენი კიდევ ერთი ამოცანა;
  • 1000 ლარი მესამე და ყოველ მომდევნო ბავშვზე (გარდა მაღალშემოსავლიანი ოჯახებისა);
  • გაიხსნება ბავშვთა თანამედროვე ონკოლოგიური ცენტრი - თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალი კლასის სპეციალისტებით, სადაც მკურნალობა იქნება უფასო.

პარტიის პოზიცია