შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, ხელს შევუწყობთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის განვითარებას. ენმ-ს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლის მარტში შეიქმნა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა 50-ზე მეტი რაიონული ქალთა ორგანიზაცია და მოხდა ათასობით ქალი აქტივისტის მობილიზაცია, ისევე, როგორც მრავალი ლიდერი ქალის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის სტრუქტურული განვითარება და მისი აქტივობების ეფექტიანად განხორციელება; ამგვარად, ჩვენ წავახალისებთ ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მეტი ქალის, როგორც ინფორმირებული ამომრჩევლების, აქტივისტებისა თუ ლიდერების ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

პარტიის პოზიცია