ჩვენი მიზანია: ერთიანი, თავისუფალი, ძლიერი საქართველო, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, დევნილი საზოგადოების შენარჩუნება (რაც გულისხმობს ინტეგრაციას და არა ასიმილაციას), მათი ღირსეული დაბრუნება მშობლიურ მიწაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დევნილებს მიეცეთ საშუალება აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საკითხების გადაწყვეტაში.
დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა:
- დევნილთა და ომის ვეტერანთა დახმარება გახდება 100 ლარი;
- ყველა დევნილი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით, 1 წლის განმავლობაში ლაზიკას მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება დევნილთა დასაქმება და საცხოვრებლების მშენებლობა;
- დევნილებს აღუდგებათ უფლება აირჩიონ და თავად იყვნენ არჩეული ადგილობრივ წარმომადგენლობით სტრუქტურებში;
- ლეგიტიმური სტრუქტურების საქმიანობა და ბიუჯეტი იქნება გამჭვირვალე და მოხმარდება დევნილი საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვით და საგანმანათლებლო პროგრამებს;
- დასრულდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უძრავი ქონების აღწერა და ეს ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება მემკვიდრეობის უფლებით (გასხვისების უფლების გარეშე);
- ავამუშავებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს რუსეთის მიერ განხორციელებული ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ;
- გამოვიყენებთ ყველა არსებულ საერთაშორისო საშუალებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უფლებების, მათ შორის, განათლების, კულტურული და რელიგიური უფლებების დასაცავად.