შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

ჩვენი გეგმით გათვალისწინებული ჯანდაცვის რეფორმის მიზანია შეიქმნას დაავადების პრევენციასა და მოსახლეობის ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეზე ორიენტირებული ჯანდაცვის ეროვნული სისტემა. ასეთმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლება მიიღოს დროული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, ჯანდაცვის არაეფექტიანი სისტემისა და სოციალური უსამართლობის შედეგად, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ევროპის უმრავლეს ქვეყნებთან შედარებით, 10 წლით ნაკლებია. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი ბავშვებში ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ჯანდაცვის ეროვნული სისტემის პრიორიტეტი გახდება პრევენციასა და ხარისხზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება - უსაფრთხო, ეფექტიანი და ეფექტური, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია, ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა. ჩვენი გეგმით:

 

500 მილიონი ლარი სახელმწიფო ინვესტიცია მოქალაქეთა ჯანმრთელობაში

 

  • განახევრდება მედიკამენტების ფასები; დაინერგება სრულყოფილი პროფილაქტიკური კვლევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ; საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 400-ლარიანი კერძო პრემიუმ დაზღვევით ყველასთვის, ვინც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვით 50 ათას ლარამდე, გადაუდებელი და გეგმური ოპერაციების სრული დაფინანსებით; მშობიარობა იქნება უფასო, აგრეთვე - სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება;
  • გაორმაგდება ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა ხელფასები;
  • პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით დაინერგება კერძო საექიმო პრაქტიკა;
  • გაიზრდება სახელმწიფო ონკოლოგიური პროგრამების დაფინანსება და გაიხსნება რეგიონალური მასშტაბის ონკოლოგიური ცენტრი - აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებული მაღალი კლასის სპეციალისტებით;
  • 3 მილიარდი ლარი სამედიცინო ტურიზმიდან ჯანდაცვის სექტორში - საქართველოში სამკურნალოდ მეტი პაციენტის შემოსვლა ნიშნავს მეტი ფინანსური რესურსის გაჩენას კლინიკებისთვის, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჯანდაცვის ტექნოლოგიური და თანამედროვე სისტემის ფორმირებას და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასებს;
  • უფასო პალიატიური მზრუნველობა.

პარტიის პოზიცია