შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

ჩვენი გეგმით, ტექნოლოგიური მთავრობის რეფორმის შედეგად, საქართველოს ეყოლება თანამედროვე, გამჭვირვალე და ადამიანის საჭიროებებს მორგებული ტექნოლოგიური მთავრობა. საქართველოს ეყოლება ევროპაში ყველაზე მცირე ზომის მთავრობა, რომელიც მოსახლეობისა და ბიზნესის საჭიროებებს მართავს გამარტივებული საჯარო სერვისებით - მინიმუმამდე შემცირებული ბიუროკრატიული მექანიზმებითა და კორუფციის რისკებით. გამჭვირვალე და ტექნოლოგიური მთავრობის კონცეფციაში სახელმწიფო ინვესტიცია ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ბიზნესების სწრაფ განვითარებას და ჩვენც, ისევე როგორც ეს შეძლეს ესტონეთმა და სხვა ქვეყნებმა, ვიქნებით მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებაში. საქართველოს აქვს მცირე ზომის, გამჭვირვალე, ტექნოლოგიური მთავრობის ფორმირების წარმატებული მაგალითები, როგორიც არის იუსტიციის სახლები, საპატრულო და საბაჟო რეფორმა. საჭიროა ამ რეფორმების გაგრძელება, მეტი სახელმწიფო სერვისის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალე საჯარო მმართველობის ჩამოყალიბება და დამკვიდრება. ჩვენ მოვახდენთ მთელი ეკონომიკური სექტორის დიგიტალიზაციას (გაციფრულებას), რაც გულისხმობს: მსოფლიო ციფრულ ბაზარზე სწრაფ ინტეგრაციას, სტარტაპ-ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და ინტენსიურ განვითარებას, ბიზნესისთვის აუცილებელი კიბერუსაფრთხოებისა და კომფორტული სამართლებრივი გარემოს შექმნას.

პარტიის პოზიცია