თავისუფალი აქტით განსაზღვრულია სამი ინდიკატორი პასუხისმგებლიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შესანარჩუნებლად: ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის წილი ეკონომიკაში. სწრაფი რეფორმების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეფორმებში. რეალისტური მიდგომა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ საწყის ეტაპზე, რეფორმებისა და ახალი სახელმწიფო ინვესტიციების საჭიროების შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტი მაღალი იქნება, თუმცა, სამწლიან პერიოდში, 2023 წლისთვის, ბიუჯეტის დეფიციტს შევამცირებთ 3%-მდე. ჩვენი გეგმით სახელმწიფო ბიუჯეტის წილი ეკონომიკაში შემცირდება 20%-მდე, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის წილი - 25%-მდე.