შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

სახელმწიფო ვალდებულია შექმნას განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები. ამ მიზნით, უპირველესი ამოცანაა ინტერნეტიზაციის პრობლემის გადაჭრა ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში. ინტერნეტის არსებობის პირობებში ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს უნდა გადაეცეს ინტერნეტის მიზნობრივი ვაუჩერი, რათა ფინანსური წნეხი არ დააწვეთ ოჯახებს. მოკვლევის საფუძველზე უნდა გაირკვეს, რამდენ მოსწავლესა და მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი ტექნიკა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი მიწოდება და დროებით სარგებლობაში გადაცემა. იმავდროულად, აუცილებელია მასწავლებელთა გადამზადება იმისთვის, რომ ონლაინსწავლება იყოს ხარისხიანი და ინტერაქტიური. დისტანციური სწავლება თავის თავში მხოლოდ ონლაინსწავლებას არ გულისხმობს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ფინასური, მატერიალური, საგანმანათლებლო რესურსების მობილიზება, საგანმანათლებლო პორტალების შექმნა და დისტანციური სწავლების საჭიროებისას მათი გამოყენება.

პარტიის პოზიცია